დღეს, 16 ივნისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონის ნაწილს, სარემონტო სამუშაოს გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩერქეზიშვილის, მაზნიაშვილის, ჩიტაიას, უზნაძის, ვრციხის, მარჯანიშვილის, ჯავახიშვილის, გოცირიძის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.
ასევე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, „თელასის" ქვესადგურში „დიღომი-2" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოს ჩატარების გამო, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება დემეტრე თავდადებულის გამზირის, ფარნავაზის და ლუბლიანას ქუჩების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების ნაწილის, აღმაშენებლის ხეივნის მე-10, მე-13 კმ-ის მცხოვრებლებს.
ხოლო 17 ივნისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება დიდი დიღმის UI, II, III, IV მიკრორაიონების, ფარნავაზის გამზირის და პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.
დღესვე, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, სარემონტო სამუშაოს გამო, ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის, არალეთის, მოლითის, ახალდაბის, ცოტნე დადიანის, ზედაზენის, კოკინაკის, რიონჰესის, ჯავის, ბენდელიანის, ჟველაურის, გოგაშენის, გრუზინსკის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.