16 ივნისს თბილისის #33 ბიბლიოთეკასთან (პეკინის 31) არსებული "სამკითხველო და სამოგზაურო ზონის" ინიციატივით იმართება ლიტერატურული საღამო "ჩემი ვაჟა".
ღონისძიება იმართება რუსთაველის თეატრის, წიგნის კლუბის "სამკითხველო და სამოგზაურო ზონისა" და ლელა რაზიკაშვილის აქტიური მხარდაჭერით.
რუსთაველის თეატრმა წიგნის კლუბის "სამკითხველო და სამოგზაურო ზონის" წევრებს უჩვენა სპექტაკლი "სტუმარ-მასპინძელი", წიგნის კლუბის მიერ გამართულ საღამოზე კი აღნიშნული სპექტაკლის მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას (ლევან ხურცია, ბაჩო ჩაჩიბაია, ია სუხიტაშვილი და სხვა).
ასევე გაიმართება ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების ინგლისური თარგმანის პრეზენტაცია. პრეზენტაციას ლელა რაზიკაშვილი და მთარგმნელი ნინო რამიშვილი გამართავენ.