16 ივნისს, 09:30 საათზე სასტუმრო "ძველ თბილისში" გაიხსნება კონფერენცია თემაზე "საინფორმაციო საზოგადოების წინაშე მდგარი ამოცანები და გამოწვევები აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში". კონფერენცია იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ,,მეშვიდე ჩარჩო პროგრამის" FP7 -ის ფარგლებში.
კონფერენციის მიზანია რეგიონში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში კვლევის და განვითარების სტრატეგიის ფორმულირება და რეგიონის ინტენსიურად ჩართვა საინფორმაციო ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში ევროპის მასშტაბით.
კონფერენცია გამიზნულია აღმოსავლეთ ევროპის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო წრეების წამყვანი მკვლევარებისა და ექსპერტებისთვის და ამ ქვეყნების სამინისტროების წარმომადგენლებისთვის.
კონფერენციის მსვლელობისას განხილული იქნება რეგიონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროშიარსებული მოთხოვნები, პოტენციალი და
პრიორიტეტები, შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები და საქმიანობის გეგმარეგიონული და ევროპული მასშტაბით თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.
კონფერენცია 17 ივნისს დაიხურება.