"როიტერის" გამოკითხვის თანახმად, ქალებისთვის საცხოვრებლად ყველაზე საშიში ქვეყანა ავღანეთია. მეორე ადგილზე კონგო მოხვდა.
ავღანეთში ქალები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი. არ ექცევა ყურადღება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, უწევთ სასტიკ სიღარიბეში ცხოვრება. კონგოში კი ძალიან ხშირია გაუპატიურების შემთხვევები. ასევე ქალებზე ხშირად ხორციელდება ძალადობაც.
მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილზე პაკისტანი, ინდოეთი და სომალი არიან. აღნიშნულ ქვეყნებში მრავლად არის ოჯახური ძალადობა. საგულისხმოა ისიც, რომ ამ ქვეყნებში ხდება ეკონომიკური დაყოფა მამაკაცთა და ქალთა შორის. მამაკაცებს გაცილებით კარგი ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ, ვიდრე ქალებს.