"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტის ინიცირებით საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობას წერტილი ესმევა.
ამის შესახებ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონპროექტს ~ქრისტიან-დემოკრატები~ მიმდინარე კვირას დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნობენ. ასევე, შესაფასებლად ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან.
"ცვლილებები, ფაქტიურად, შეუძლებელს ხდის მანიფესტაციების ჩატარებას. ხდება 26 მაისს განვითარებული მოვლენების ლეგიტიმაცია, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელია, რომ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების უგულვებელყოფა, რომელსაც ჩვენ ისტორიული ვუწოდეთ. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს ტაშით მიიღებს და საქართველოში ამით წერტილი დაესმევა ამ ინსტიტუტისა და დემოკრატიის არსებობასბ" - განაცხადა ლალიაშვილმა.
ამასთან, ოპოზიციონერ დეპუტატს მიაჩნია, რომ მმართველი ძალისთვის მთავარია შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით საფრთხე არ შეექმნას, საერთაშორისო აზრს კი, "მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს".