თბილისის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია "ვგმობთ ძალადობას" გაიმართება.
აქცია 2009 წლის 15 ივნისის დარბევიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით ჩატარდება და მასში, როგორც აღნიშნულ დღეს, ისე მიმდინარე წლის 26 მაისს გამართული აქციის დაშლის შედეგად დაკავებული და დაშავებული მოქალაქეები მიიღებენ მონაწილეობას.
აქცია პოლიციის სამმართველოსთან 15:00 საათზე დაიწყება.