დღეს, 15 ივნისს, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II ნინოწმინდას ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოდან აცნობეს, ქალაქის ცენტრში ის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება; ესტუმრება ხოჯაბეგის სურბ სარგისის სახელობის ეკლესიას, მოინახულებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლს.
დღესვე სომხეთის ეკლესიის დელეგაციას საზეიმო დახვედრას მოუწყობენ წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში, სადაც სტუმრები ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას შეხვდებიან.
სომხეთის ეკლესიი საქართველოში ვიზიტს საღამოს დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ყოველთა სომეხთა კათალიკოსი, გარეგინ II საქართველოს ვიზიტით 10 ივნისს ეწვია. ის სრულიად სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და საქართველოს პრეზიდენტმა მიიღეს. ვიზიტის ფარგლებში გარეგინ II ახალციხეშიც იმყოფებოდა.