შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო "ეკოლის" ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს.
მინისტრი ანდრია ურუშაძე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მოქალაქეებს პროდუქტის შემოწმებისა და მოხმარებამდე კარგად გარეცხვისკენ მოუწოდებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბოსტნეულს შევიძენთ, კარგად გავრეცხოთ და კარგად დავამუშაოთ. ეს ძალიან ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს. თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებული სიფხიზლე გვმართებს ყველას, როგორც მოქალაქეებს, ისე სამედიცინო დაწესებულებებს", - აცხადებს მინისტრი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში "ეკოლის" ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, ჯანდაცვის სამინისტრო და სამედიცინო დაწესებულებები მაინც სრულ მზადყოფნაში არიან.
"ეკოლის" ვირუსს ევროპაში უკვე 37 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 2 წლის ბავშვიცაა.