"ქრისტიან-დემოკრატები" საპარლამენტო უმრავლესობას სახალხო დამცველისთვის მადლობის გადახდის ნაცვალად ანგარიშზე ადეკვატური დადგენილების მიღებას ურჩევენ. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, დეპუტატებმა მიუკერძოებელი ანგარიში მოისმინეს და ახლა ვეღარ იტყვიან, რომ მოხსენება არ აინტერესებთ, როგორც ამას წინა სახალხო დამცველის დროს ამბობდნენ, რადგან სოზარ სუბარს ბრალს მიკეძოებაში სდებდნენ.
ვიცე-სპიკერის თქმით, გაუგებარია, უმრავლესობა სახალხო დამცველს რატომ უხდის მადლობას, თუ მის მიერ მომზადებულ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე რეაგირებას არ მოახდნენ.
"ანგარიშისთვის ტუღუშს უხდით მადლობას. ამ ადამიანმა უკანონო ფაქტების შესახებ ინფორმაცია მოიპოვა და თქვენამდე მოიტანა. ისეთი ფაქტებიც კი, როდესაც საქმე შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ეხებოდეს. მაგალითად, როგორ სცმედნენ პატიმრებს საკნებში. ნუ შეგეშინდებათ, თუ დასაყენებელია რომელიმე მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, უნდა დადგეს", - მიმართა უმრავლესობას ვეფხვაძემ.
ვეფხვაძე მოუწოდებს პარლამენტს, დადგენილების პროექტის შინაარსი მკაცრი იყოს, რომ სახალხო დამცველის შრომა დაფასდეს.