15 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის შენობაში, ადვოკატთა რიგით მე-11 ტესტირება იწყება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოცდას დამოუკიდებლად, უშუალო ორგანიზებით ატარებს შემდეგი თანმიმდევრობით: 15 ივნისი - სამოქალაქო სამართალის სპეციალიზაციით, 16 ივნისი - სისხლის სამართალის სპეციალიზაციით, 17 ივნისი - საერთო სამართლის სპეციალიზაციით. საგამოცდო რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე.
ადვოკატთა ტესტირების გავლის მსურველთა რეგისტრაცია 8 აპრილს დასრულდა, სულ შეტანილია 807 განაცხადი: სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით -343 განაცხადი, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით _ 203 განაცხადი, საერთო სამართლის სპეციალიზაციით _ 261 განაცხადი.
75 ქულის დაგროვების შემთხვევაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ადვოკატთა პირველი ტესტირება გაიმართა 2006 წლის 18-23 მაისს, ამერიკის იურისტთა ასოციაციის მხარდაჭერით. მასში მონაწილეობა მიიღო 3400 ადვოკატმა. რომელთაგან 45% შეძლო მიეღო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი.
საქართველოს კანონის "ადვოკატთა შესახებ" და ადვოკატთა ასოციაციის წესდების საფუძველზე, ტესტირება ტარდება წელიწადში ორჯერ.