სილქნეტი სილქტივის მომხმარებლებს საზაფხულოდ უფასო ვიდეოთეკას სთავაზობს. "ნტვ"-ის არხების გათიშვასთან და ახალ შეთავაზებასთან დაკავშირებით, 15 ივნისს, 11:00 საათზე, „სილქნეტის" ვაკის სერვისცენტრში (ჭავჭავაძის გამზ.22) კომპანიის ხელმძღვანელობა პრესკონფერენციას გამართავს.
სადემონსტრაციოდ წარმოდგენილი იქნება VoD (Video on Demand) სერვისი - ვიდეოთეკა, სადაც შესულია ქართული, რუსული და უცხოური კინოპროდუქციის 400-მდე ნიმუში.
ვიდეოთეკა დაყოფილია თემატურად და აქვს გადახვევისა და დაპაუზების ფუნქციები.
„სუპერტივის საჩივრის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე უკლებლივ ყველა მოქმედ საკაბელო მაუწყებელს აეკრძალა "ნტვ"-ის არხების რეტრანსლირება. სილქნეტიც იძულებულია, მომხმარებელს შეუჩეროს ამ საკმაოდ რეიტინგული არხებთან წვდომა. ამიტომ სილქ.ტვ-ის მომხმარებელს ვთავაზობთ ქართული ბაზრისათვის ახალ, უპრეცედენტო სერვისს „ვიდეოთეკას". ამ ეტაპზე ფილმები შესაძლებელია დაუკვეთოს სილქტივის მომხმარებელმა სრულიად უფასოდ, ნებისმიერ დროს", - აცხადებენ კომპანია სილქნეტში.
კომპანიამ ინტერაქტიული ტელევიზია რამდენიმე თვეა, რაც აამოქმედა. სილქ.ტივის სერვისით 14 ათასი მომხმარებელი სარგებლობს თბილისსა და ბათუმში. ტელევიზია მიეწოდება, როგორც ოპტიკური ტექნოლოგიით, ისე დსლ-ქსელით.