საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი ქ. მარნეულის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ მერცხალთან ერთად საქველმოქმედო აქციას, "ნათელი ფერები ბავშვებს" აწყობს. აქციის დეტალებზე 15 ივნისს, 14.00-ზე ბილაინის გენერალური დირექტორი ანდრეი პიატახინი აბონენტთა მომსახურების ახლადგახსნილ ოფისში (ქ.მარნეული,რუსთავალის 52) ისაუბრებს.
აქციის განმავლობაში, 15 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ბილაინის ნებისმიერი აბონენტი, მარნეულში რომელიც მობილურ ტელეფონს ბილიანისაგან ან სასტარტო პაკეტს ბილაინის ახლად გახსნილ აბონენტთა მომსახურების ოფისში შეიძენს, გახდება საქველმოქმედო აქციის მონაწილე.
მობილური ტელეფონის ღირებულებიდან 1 ლარი, ხოლო ნებისმიერი სასტარტო პაკეტიდან 50 თეთრი მარნეულში ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს მოხმარდება .
„ბილაინის მიერ ორგანიზებული საქველმოქედო აქცია განკუთვნილია ბავშვებისათვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მზურნველობა, მახარებს ის ფაქტიც, რომ აქციაში ჩართვა ბილაინის ახალ აბონენტს შეეძლება, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინიც სიამოვნებით ჩაერთვიებიან საქველმოქედო აქციაში. " ნათელი ფერები ბავშვებს" როგორც დაგპირდით ეს აქცია არ არის ერთჯერადი და ის ფაქტი ,რომ ყველა ჩვენი ახალი ოფისი მზრუნველობამოკლებული ადამიანებისა დახმარებისკენ მიმართული აქტივობებით გაიხსნება,უკვე ჩვენთვის ტრადიციად იქცა " - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.
" სოციალური პასუხისმგებლობის აქცია ნათელი ფერები ბავშვებს, უკვე ერთი წელია ხორციელდება როგორც თბილისში, ისე სხვა და სხვა რეგიონში.
„ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს მიერ წამოწყებული საქმე, რაც ამ შემთხვევაში ბავშვთა სახლებზე ზრუნვას გულისხმობს, ბოლომდე მივიყვანოთ, და ერთჯერადი აქტივობებით არ შემოვიფარგლოთ " - განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეონა ბაღდავაძემ.
ბილიანის გენერალური დირექტორი ბილაინის ახლად გახსნილ ოფისში საჩუქრებს გადასცემს ბავშვებს, მარნეულის სკოლის ბავშვებს რომელიბმაც საუკეთესო ქულები მიიღეს 20011 წლის სასკოლო გამოცდებში.