დმანისის ღია მუზეუმში არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნ ქვის იარაღებსა და ძვლების ნაშთებს საფრანგეთში ექსპერტიზა უტარდება. კვლევის მიზანია დაადასტუროს, რომ კავკასიაში და არა აფრიკის კონტინენტზე ნაპოვნი ადამიანების ნაშთები და მათი შრომის იარაღებია უძველესი. სტატია ამ ფაქტის შესახებ ამერიკის ნაციონალური აკადემიის ჟურნალშიც გამოქვეყნდა. სწორედ საფრანგეთში მიმდინარე ლაბორატორიულმა კვლევებმა უნდა დადასტუროს, რომ დმანისის ღია მუზეუმში ნაპოვნი ქვის იარაღები და ძვლის ნაშთები ამჟამინდელი დმანისის ტერიტორიაზე დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ მობინადრე უძველეს ადამიანებს ეკუთვნოდა. ექსპონატებიდან ლაბორატორიული კვლევისათვის მასალები საფრანგეთში ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელმა ჩაიტანა.
საქართველოში, დმანისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა ქვის იარაღი და პირველყოფილი ადამიანის გაქვავებული ნაშთები, რომლებიც 1.85-1.77 მილიონი წლით თარიღდებიან. ეს დაახლოებით ის პერიოდია, როდესაც აფრიკის აღმოსავლეთში გაჩნდა პირველი Homo Erectus-ი.
მეცნიერების აზრით, შესაძლებელია დმანისში აღმოჩენილმა ,,გამართულმა ადამიანმა", აფრიკელ ანალოგზე ბევრად უფრო ადრე დაიწყო ევრაზიის ათვისება.
აქამდე კი ითვლებოდა, რომ Homo Erectus-ი წარმოიშვა დაახლოებით 1.78-1.65 მილიონი წლის წინ.