რუსმა მაშველებმა იემენიდან საქართველოს მოქალაქეები გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის ვებგვერდზე აქვეყნებს. როგორც აღნიშნული ვებ.გვერდი იუწყება, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავმა იემენიდან 148 ადამიანი გამოიყვანა და მათ შორის რამდენიმე ქართველი. სტატიაში არ კონკრეტდება არც ქართველების რაოდენობა და არც ვინაობა.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ინგა კიკვაძე აცხადებს, რომ იემენში არ არიან საქართველოს ბევრი მოქალაქეები. ოფიციალური ინფორმაციით, იქ ცხოვრობს ერთი ქართველი ნათელა მამულაშვილი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ყავს. მან არსებული ვითარების გამო გამოთქვა სურვილი დაბრუნებულიყო საქართველოში, თუმცა ბოლო მომენტში შეცვალა გადაწყვეტილება, მიზეზად კი სკოლაში გამოცდები დაასახელა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტს.