საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში იმ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებმაც საატესტატო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. სააკაშვილის განცხდებით, თითოეულმა მოქალაქემ თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა განვითარდეს.
"შეიძლება არ მოგწონდეს რომელიმე პარტია, პრეზიდენტი, მაგრამ შენს პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცე. თუ არ მოგწონს, შენ გააკეთე, შენ შექმენი, ეს ხომ შენი ქვეყანაა. არ უნდა დაუშვა, რომ შენ მაგივრად გადაწყვიტოს ვინმემ შენი ბედი, ეს არის სწორედ დემოკრატია", - განაცხადა სააკაშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი, რაც საქართველოში კეთდება, კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობა სიღარიბიდან გამოვიდეს.
"საზოგადოებას ეძლევა შანსი, თვალებში გამოიხედოს და სწრაფი ტემპით დაძლიოს სიღარიბე", - განაცხადა სააკაშვილმა.