დღეს, 14 ივნისს, 20:00 საათზე, ვაკის პარკში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდული ასოციაცია "დრონის" ორგანიზებით, გაიმართება ევროკომისიის მიერ ინიცირებული "ევროპის მოხალისეობრივი პროგრამის" აქცია-კონცერტი.
აქციის მიზანია „ევროპის მოხალისეობრივი პროგრამის" პოპულარიზაცია საქართველოში და ახალგაზრდებისათვის იმ შესაძლებლობების გაცნობა, რასაც სთავაზობს აღნიშნული პროგრამა.
აქცია-კონცერტი 2 ეტაპად ჩატარდება.