დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტის წინ გაიმართება აქცია "ქალები სიცოცხლისა და ქვეყნის ღირსების გადასარჩენად".
აქცია პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის ფონზე წარიმართება, რომელშიც გიორგი ტუღუში 26 მაისს მომხდარი დარბევის ობიექტურ გამოძიებასა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უფლებადამცველების მონაწილეობით პარლამენტის მიერ შესაბამისი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს", "ქართული აკადემია", "საზოგადოებრივი დამცველი", "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ცენტრი", "გადაარჩინე სიცოცხლე" და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები არიან. აქციაში მონაწილეობას მსახიობები და ჟურნალისტებიც მიიღებენ.