დღეს, 14 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით სურინამში გაემგზავრება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ სურინამთან დიპლომატიური ურთიერთობები სულ ცოტა ხნის წინ დაამყარა და სწრაფ ტემპში მიიღო მათგან მიწვევა.
"ჩვენ დიდი ინტერესით და მოლოდინით ვუყურებთ, როგორ ჩაივლის ეს ვიზიტი"-განაცხადა კალანდაძემ.