სარემონტო სამუშაოს გამო, 14 ივნისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ახვლედიანის, გამცემლიძის, ჯავახიშვილის, თოიძის, ბოდავის, ტოლსტოის, წინამძღვრიშვილის, ტერენტი გრანელის, უფლისციხის, ხეთაგუროვის, ნეკრასოვის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგება.