GPS სადგურების მონტაჟის პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს"იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრიდან აცნობეს.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, 14 ივნისს, 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრისა და შვეიცარიული კომპანია „ლეიკას" ორგანიზებით გაიმართება საქართველოში GPS სადგურების მონტაჟის პირველი ეტაპის დასრულების პრეზენტაცია.