14 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს ავტორთა საზოგადოების ხელმძღვანელი საქართველოს რეგიონალური ტელევიზიების ხელმძღვანელებს შეხვდება. შეხვედრა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის" შენობაში გაიმართება (რუსთაველის გამზ. #30).
შეხვედრა შეეხება რეგიონალური ტელევიზიებისთვის საავტორო უფლებებით სარგებლობის ახალი ტარიფების დაწესებას. გაიმართება პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს სატარიფო პოლიტიკის რეფორმირებას, არსებული რეალობის გათვალისწინებით ტელევიზიებისთვის საავტორო უფლებების გამოყენების ტარიფების დაწევას და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
ასევე იმსჯელებენ ავტორთა საზოგადოების მიერ რეგიონალური ტელევიზიების მიმართ აღძრული სასამართლო დავების დარეგულირებისა და მათი გადაწყვეტის გზებზე.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს საკაბელო ტელევიზიების ხელმძღვანელები.
პროგრამის პრეზენტაციას საქართველოს ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარე გიგა კობალაძე და მისი მოადგილე თამარ კემულარია გამართავენ.