14 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების სერთიფიცირების პროექტის პრეზენტაცია. პრეზენტაციას დაესწრებიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, მინისტრის მოადგილე დავით ქირია, სერთიფიცირების კომისიის წევრები: გიორგი უშიკიშვილი, ფრიდონ სულაბერიძე, რეზო ჭანიშვილი, უჩა დვალიშვილი, დავით შუღლიაშვილი, ნატალია ზუმბაძე და მოწვეული სტუმრები.
სერთიფიცირების მიზნებია ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედებითი დონის შესწავლა, ფოლკლორული ანსამბლების შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნა და საზოგადოებისათვის ქართული ფოლკლორის სათანადო დონეზე წარმოჩენა.
სერთიფიცირებული ფოლკლორული ანსამბლები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხრიდან დამატებით მხარდაჭერას მიიღებენ.
ფოლკლორული ანსამბლებისათვის სერთიფიცირების პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.სერტიფიცირება არ ვრცელდება სახელმწიფო ანსამბლებზე. აღნიშნული პროექტი, ასევე, არ ითვალისწინებს საბავშვო ანსამბლების სერტიფიცირებას.
სერთიფიცირების პროექტში მონაწილეობისათვის განაცხადები მიიღება 14 ივნისიდან 15 ივლისამდე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.
ანსამბლების სერტიფიცირება მოხდება ორ წელიწადში ერთხელ.