"ქრისტიან-დემოკრატებმა" სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშზე დადგენილების პროექტი უკვე მოამზადეს.
"საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებს" მიგვაჩნია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი სამართალდარღვევის ფაქტები, თავისი ხასიათიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტისაგან მოითხოვს ადეკვატურ რეაგირებას, რაც გულისხმობს სახალხო დამცველის ამ კონკრეტული მოხსენების არა მარტო ცნობად მიღებას, არამედ საპარლამენტო დადგენილებას, რომელიც დაავალებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს გამოიკვლიონ ანგარიშში მოხსენიებული ფაქტები და გარემოებანი. ასევე მისცენ სათანადო სამართლებრივი შეფასება და მიიღონ შესაბამისი სამართალდაცვითი ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად", - აცხადებენ პარტიაში.
"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, "2010 წელს საქართველოში ადამიანის უფ¬ლე¬ბათა და თა¬ვი¬სუფ¬ლე¬ბა¬თა და¬ც¬¬ვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სა¬ხალ¬ხო დამ¬ცვე¬ლის სა¬ანგარი¬შო მოხ¬სენების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დად¬გე¬ნი¬ლების პროექტში განისაზღვროს შემდეგი პუნქტები:
1. "2010 წელს საქართველოში ადამიანის უფ¬ლე¬ბათა და თავისუფლებათა და¬ც¬¬¬¬¬¬ვის მდგომარე¬ობის შესახებ" საქართველოს სა¬ხალ¬ხო დამცველის საანგარი¬შო მოხ¬სე¬ნე¬ბაში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტების პრე¬ვენ¬ცი¬ის მიზნით, და¬ე¬ვა¬ლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარ პრო¬კუ¬რატურას, გამოიკვლიოს ანგარიშში მოხსენიებული ფაქტები და გა¬რე¬მო¬ე¬ბა¬¬ნი, ჰქონ¬და თუ არა მათ ადგილი, მისცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მი¬¬¬¬იღოს სათანადო სამართალდაცვითი ღონისძიებები საქართველოს კანონმ¬დებ¬ლო¬¬¬¬ბით დადგენილი ნორმების შესაბამისად;
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარმა პრო¬კუ¬რატურამ 2011 წლის 1-ელ ივლი¬სამ¬დე სა¬ქა¬რ¬თველოს პარლამენტს განსახილველად წარმოუდგინოს
დე¬ტა¬ლური ინ¬ფორ¬მაცია, სა¬ხა¬ლ¬¬¬ხო დამცველის საანგარი¬შო მოხ¬სე¬ნე¬ბაში მი¬თი¬თე¬ბუ¬ლი დანაშაულებრივი ფაქ¬ტე¬ბის შემოწმების შედეგად გატარებული ღო¬ნის¬ძი¬ებე¬ბის თაობაზე;
3. საქართველოს უფლებამოსილმა სახელმწიფო ორგანოებმა უზრუნველ¬ყონ სათანადო გამოძიება კოლექტიური ცენტრებიდან იძულებით გადაად¬გი¬ლებულ პირთა არანებაყოფლობითი გამოსახლების ფაქტები, ასევე უზრუნ¬ველ¬ყოს კოლექტიურ ცენტრთა პრივატიზაციის სათანადოდ რეგულირება და გატარ¬დეს ყველა აუცილებელი ზომა მომავალში იძულებით გადაადგილებულ პირთა არა¬ნე¬ბაყოფ¬ლობითი გასახლების შემთხვევების არდასაშვებად;
4. საქართველოს უფლებამოსილმა სახელმწიფო ორგანოებმა უზრუნველ¬ყონ სათანადო გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხ¬რი¬¬დან წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებული საჩივ¬რე¬ბის სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება და აღძრას სის¬ხლის¬სამარ¬თლებ¬რი¬ვი დევნა ეჭვმიტანილ დამნაშავეთა წინააღმდეგ;
5. საქართველოს უფლებამოსილმა სახელმწიფო ორგანოებმა დაუ¬ყოვ¬ნებ¬ლივ მიიღოს ზომები თავისუფლებააღკვეთილი პირების სიცოცხლისა და ჯან¬მრთე¬¬ლობის უფლების დასაცავად. კერძოდ გააუმჯო¬ბესონ დაკავების ადგი¬ლებ¬ში ჰიგიენური, კვებისა და საერთო პირობები და სათა¬ნა¬დო სამედიცინო დახ¬მა¬რება აღმოუჩინოს თავისუფლებააღკვეთილ პირებს. ასე¬ვე უზრუნველ¬ყო¬ფილ იქ¬ნეს პატიმართა სიკვდილიანობისა და წამების ფაქტების თითოეული შემთხვევის დაუყოვნებლივი გამოძიება;
6. სახალხო დამცველის ანგარიში ავლენს Bბავშთა უფლებების დარღვევის შემაშფოთებელ ფაქტებს, შესაბამისად დაევალოს საქართველოს მთავრობას "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" ხელმძღვანელობის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგისა და კონტროლის ეფექტიანი და ქმედითი მექანიზმების დანერგვა და მშობელთა მზრუნველობა მოკლებულ მოზარდებზე ზრუნვის თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული რეფორმის გატარება სისტემაში არსებულიპრობლემების გადაჭრის მიზნით;
7. დაევალოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფ¬ლე¬¬¬¬ბათა დაცვისა და სა¬¬¬¬მოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განახორციელოს ეფექტიანი და ქმე¬დი¬თი კონ¬ტროლი "2010 წე¬ლს საქართველოში ადამიანის უფ¬ლე¬ბათა და თავი¬სუფ¬ლე¬¬¬¬¬ბათა და¬ც¬¬¬ვის მდგო¬მა¬¬¬¬¬რე¬¬ობის შესახებ" საქართველოს სა¬ხალ¬ხო დამცველის სა¬¬¬¬ან¬გა¬რი¬შო მოხ¬¬სე¬ნე¬ბა¬ში მითითებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტების, უფ¬ლე¬ბა¬¬მოსილი ორგანოების მიერ გა¬მო¬ძი¬ები¬¬სა და რეკო¬მენდა¬ცი¬ე¬ბის შეს¬¬რუ¬¬ლე¬ბი¬სა¬¬კენ მიმართული ღონისძიებების გა¬ტა¬რე¬ბაზე.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში პარლამენტში 31 მარტს შევიდა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 14 მარტს მოისმენენ. მას თავად ომბუდსმენი გიორგი ტუღუში წარადგენს.