პარტია "თავისუფლების" ლიდერი, დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნება.
შესაბამისი თხოვნა პარლამენტის ბიუროში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელით შევიდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს მოუწოდა საკითხი დროულად განიხილოს.
პარლამენტში გამსახურდიას კანდიდატურას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნაზე უახლოეს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.