16 ივნისს სითი კლუბში, 21:00 სთ-ზე გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, სახელწოდებით „დავეხმაროთ დევნილებს". შესული თანხა გადაეცემა რუსული აგრესიის შედეგად დაზარებულ, ბაზალეთის კომპლექსში ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფი „ქოლგა", ნესტან ჯიბლაძე, გიორგი აბულაძე, ტატა ავალიშვილი, დიჯეი გრაფიტი, დიჯეი ქავერი.
საქველმოქმედო კონცერტის დროს გათამაშდება პრიზები, რომლებიც დააწესეს სპორტულმა ცენტრმა „სისაიდმა", „ბილაინმა", „ფლაუერს.გე-მ" და „ვულე-ვუმ".