საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძემ ინკლუზიური სწავლების ათი წარმატებული და გამორჩეული პედაგოგი დააჯილდოვა.
მასწავლებელთა შერჩევა მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ შექმნილი კრიტერიუმების მიხედვით, რომელზე დაყრდნობითაც 2 თვის გამავლობაში ხდებოდა მასწავლებლების იდენტიფიცირება სკოლებში.
პედაგოგებს საჩუქრად 500-, 400- და 300-ლარიანი ელექტოსაქონლის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.