საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე არც ერთი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებებისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ განუცხადა.
"უმრავლესობა მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხს არ დააყენებს", - აღნიშნა თორდიამ.
რაც შეეხება დადგენილების პროექტს, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, რა შინაარსის იქნება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
"დადგენილების პროექტის შინაარსზე სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენისა და დებატების შემდეგ ჩამოვყალიბდებით", - აცხადებს თორდია.
სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში პარლამენტში 31 მარტს შევიდა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 14 მარტს მოისმენენ. ანგარიშს თავად ომბუდსმენი გიორგი ტუღუში წარადგენს.