16 ივნისს, 17:00 საათზე, მათემატიკური კონკურსი „იმედი ხვალის" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ცერემონია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში გაიმართება.
კონკურსი „იმედი ხვალის" ჩატარდა 5 ივნისს (1-ლი ტური) და 11 ივნისს (მე-2 ტური).
კონკურსის მიზანია განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა ადრეულ ასაკში. კონკურსში მონაწილეობენ თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები.
პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო 1200-მდე მოსწავლემ თბილისის სხვადასხვა სკოლიდან. მეორე ტურში დაშვებულ იქნა 165 მონაწილე.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდება მეორე ტურის შედეგები და გამარჯვებულები მიიღებენ დიპლომებსა და ფასიან საჩუქრებს.
კონკურსი ტარდება „ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამის" ფარგლებში, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში" გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოქმედებს. კონკურსის ორგანიზატორი საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიურია".