სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილებას საპარლამენტო უმრავლესობაც მოამზადებს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის გამოხმაურებისას განაცხადა.
"ჯერ არაფერი განგვიხილავს და უკვე დადგენილება მიიღეთ. რა თქმა უნდა, ამ დადგენილებასაც გავცნობით, მაგრამ ჩვენც ვმუშაობთ", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, უმრავლესობა შესაბამის დადგენილებას მას შემდეგ ჩამოაყალიბებს, რაც სახალხო დამცველი გამოვა და დებატები გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში პარლამენტში 31 მარტს შევიდა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 14 მარტს მოისმენენ. ანგარიშს თავად ომბუდსმენი გიორგი ტუღუში წარადგენს.