პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი სოფიო ხორგუანი და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლერი ლაფაჩი უპოვარ დედათა თავშესაფარსა და ასოციაცია „მკურნალს"ეწვივნენ და იქ მცხორებ მატერიალურად გაჭირვებულ დედებს, ე.წ „ყოფილ ქუჩის ბავშვებს"და მათ მცირეწლოვან შვილებს საკვები პროდუქტები გადასცეს.
„სამწუხაროა, რომ ზოგიერთ ქველმოქმედს მათ გვერდით მცხოვრები გაჭირვებულები მხოლოდ დღესასწაულებზე ახსენდება და ბავშვთა სახლებს მხოლოდ საზეიმო დღეებში აკითხავს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან და ყოველდღიურ ზრუნვას საჭიროებენ სრულწლოვანების მიღწევის გამო ბავშვთა სახლებიდან წასული მოზარდები, რომლებიც, პრაქტიკულად, ღვთის ანაბარა რჩებიან. სახელმწიფო მათ არსებობას „ვერ ამჩნევს" და ისინი მხოლოდ ცალკეული კეთილი ნების ადამიანების დახმარებით არსებობენ", - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.
მისივე თქმით, რამდენიმე ათეული ოჯახისთვის დღეს გაწეული დახმარება ერთჯერადი აქცია არ არის და „ქართული პარტია" გაჭირვებული ადამიანების თანადგომას მომავალშიც გააგრძელებს.
მასალის გამოყენების პირობები