საგაზაფხულო გაწვევა ვადაზე ადრე დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო. როგორც მინისტრმა და ცენტრალური გამწვევი კომისიის თავჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა, 5 175 წვევამდელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინიტროს მოთხვონა დაკმაყოფილებულიყო.
„საგაზაფხულო გაწვევა დასრულებულია. დასრულებულია ის წარმატებით. ყველა დაკვეთა შესრულდა. დაკვეთები მიღებული გვქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან და თავდაცვის სამინისტროდან. როგორც არასდროს გაწვევა ერთი თვით ადრე, თუმცა ძალზედ წარმატებით დავასრულეთ", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის სარემონტო სამუშაოების მონახულებისას.
2011 წლის საგაზაფხულო გაწვევა იყო ბოლო, როდესაც წვევამდელთა მობილიზება ძველი წესებით მოხდა. შემოდგომიდან წვევამდელთა გაწვევა მოხდება ახალი და რეაბილიტირებული შენობიდან.