ხვალ, 14 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტის წინ გაიმართება აქცია ,, ქალები სიცოცხლისა და ქვეყნის ღირსების გადასარჩენად". A
როგორც სამოქალაქო მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" იუწყება, აქცია სახალხო დამცველის მოხსნების ფონზე წარიმართება და მოთხოვნები იქნება 26 მაისს მომხდარი დარბევის ობიექტური გამოძიება და პარლამენტის მიერ შესაბამისი საგამოძიებო კომისიის შექმნა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უფლებადამცველების მონაწილოებით, დამნაშავეთა დასჯა და უდანაშაულო პირთა გათავისუფლება, ღირსების შემლახავი მოპყრობის შეყვეტა.
აქციის ორგანიზატორები არიან და მონაწილეობას მიიღებენ : ნინელი ჭანკვეტაძე ( ქართული აკადემია, მსახიობი ), ეკა ბესელია ( ,, სოლიდარობა უკანონო პატიმრებს ‘' ლიდერი ),ნათელა მაჭავარიანი ( საკრებულოს წევრი ), მანანა კობახიძე(საზოგადოებრივი დამცველი) ლია ხიდაშელი ( სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ცენტრი ), ია მეტრეველი ( გადაარჩინე სიცოცხლე ), ნანა ჩიქოვანი ( ჟურნალისტი ), თიკო ნიბლოშვილი ( ,, არა'' ), ნანა შონია ( მსახიობი ), აველინა დავითულიანი , მანანა ბიწაძე - მიქელაძე , ლეილა ინჯია ( ქართული აკადემია ) , ასევე სხვა უფლებადამცველები და საზოგადოების წარმომადგენლები.