ავიაკომპანია „ქანტასმა" ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ვულკანური ფერფლის გამო რეისები გადადო. ჩილეში ამოფრქვეული ვულკანის გამო კომპანიამ ასობით რეისი გააუქმა. შედეგად 8 ათასი ადამიანი დაზარალდა. მსგავსი გადაწყვეტილება კიდევ რამდენიმე კომპანიამ მიიღო. 34 რეისი გააუქმა „ვირჯინ ეარლაისნმა".
ავსტრალიის რამდენიმე ქალაქში დროებით შეწყდა „ჯეთსთარის" რეისებიც.
ახალი ზელანდიის სამოქალაქო ავიაციაში ამბობენ, რომ ფერფლი, რომელსაც შეუძლია თვთმფრინავების ძრავები დააზიანოს, 6 ათასიდან 10 ათასი მეტრის სიმაღლეზეა გავრცელებული.