დღეს, 13 ივნისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და აკადემიის დირექტორი სერგო ნოზაძე მოაწერენ.
შეთანხმების თანახმად, მხარეები მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ორგანიზებაში. ასევე, სხვა სახის სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების რეალიზებაში. თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ აკადემიის სასერთიფიკაციო პროგრამებში და გაიარონ სტაჟირება. აკადემია უზრუნველყოფს მათ კარიერულ განვითარებასა და დასაქმებას ფინანსთა სამინისტროსა თუ სხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციებში.