კატარში, ლაფანის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) კომპლექსში აფეთქების შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 66 ადამიანი დაშავდა.
ეკონომიკის მინისტრმა, საად ალ-ქააბიმ განაცხადა, რომ აფეთქების მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო და აღნიშნა, რომ აფეთქება დივერსიულ აქტს არ გამოუწვევია.
ობიექტი ომის დასაწყისში, მარტში, ირანული იერიშებითაც იყო დაზიანებული, რის შედეგადაც კატარმა მაშინ განაცხადა, რომ ქვეყნის ექსპორტის დაახლოებით 17% შეაჩერა, ხოლო წლიურმა ზარალმა დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს შეადგინა.