ნატოს ავიაციამ ლიბიაზე მორიგი საჰაერო ავიაიერიში მიიტანა. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია იუწყება.
მათი ინფორმაციით, 116 წუთის განმავლობაში ნატოს ავიაციამ 51 საბრძოლო გაფრენა და დაბომბვა განახორციელა.
ნატოს სამხედრო შტაბის მტკიცებით, განადგურებულია შემდეგი სამიზნეები - ტრიპოლის რაიონში: სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების ფარეხი, საბრძოლო მასალების საწყობი, მართვის და კონტროლის ობიექტი, ტანკი და ორი საზენიტო დანადგარი, ვადამის ახლოს საბრძოლო მასალების საწყობი; მისურატის მახლობლად ბრონირებული ტრანსპორტი და ზინტანის ახლოს კიდევ ერთი ტანკი.