თელასის" ქვესადგურში „საბურთალო-2" სარემონტო- პროფილაქტიკური სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 13 ივნისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება უნივერსიტეტის, ჯიქიას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
დღესვე, ასევე, სარემონტო სამუშაოს გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ჩუღურეთის რაიონის ნაწილსაც.
შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის, ჩერქეზიშვილის, ჩიქობავას, ჯავახიშვილის, უზნაძის (ნაწილობრივ), ვარციხის, გოცირიძის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ ელექტრომომარაგება აღდგება.