18 წლის ფილიპინელ ჯუნრი ბალავინგას გინესის კომისიამ ოფიციალურად მიანიჭა პლანეტის ყველაზე პატარა ადამიანის სტატუსი.
ახალი რეკორდსმენის სიმაღლე 59,93-სმ-ა, ფილიპინელი მოზარდი ნეპალელ წინამორბედზე 7სმ-ით დაბალია.
სერთიფიკატთან ერთად ,,ყველაზე პატარა ადამიანმა" უამრავი ფასიანი საჩუქარი მიიღო, მათ შორის ფილიპინელი პოლიტიკოსებისგანაც.
როგორც რეკორდსმენის მამა ამბობს, ჯუნრიმ ზრდა 2 წლის შემდეგ შეწყვიტა, მას დამოუკიდებლად სიარული უჭირს, მაგრამ მეგობრები და მეზობლები მას მზრუნველობას არ აკლებენ.