ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ქეთრინ ეშტონი სირიის ხელისუფლებას ქვეყანაში საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეშვებისკენ მოუწოდებს.
ეშტონის თქმით, ეს აუცილებელია, რადგან არეულობების დაწყების შემდეგ ბევრი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და მათ დახმარება ესაჭიროებათ. ამასთან, მან სირიის მთავრობის ქმედებებიც დაგმო და როგორც აღნიშნა, დაუშვებელია ის ძალადობა, რომელსაც პრეზიდენტ ასადის მთავრობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ ახორციელებს.
ეშტონმა, ასევე, დაგმო სირიის მთავრობის მიერ არეულობების დაწყების შემდეგ ხელოვნურად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი.
„სინანულს გამოვთქვამ სირიაში შექმნილი სიტუაციის გამო. სამწუხაროა, რომ ქვეყნის მთავრობა ძალის ესკალაციას ახდენს საკუთარი მოქალაქეების მიმართ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სირიის მთავრობამ უნდა შეცვალოს პოლიტიკური კურსი", - განაცხადა ეშტონმა.
ეშტონმა სირიის მთავრობას მოუწოდა, მოხსნას ალყა იმ ქალაქებზე, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.