თემქის დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვლება. საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყო.
სამუშაოების ფარგლებში თემქის მე-11 მიკრორაიონში ახალ საკანალიზაციო მილებს 60 კილომეტრზე დაამონტაჟებენ.
სამუშაოები დღეს დილით გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელმა და თემქის მაჟორიტარმა დეპუტატმა დაათვალიერეს.
რაიონში საკანალიზაციო ქსელის გამოცვლა 4 თვეში დასრულდება.