რუსთაველის გამზირზე ავარიის შედეგად 19 წლის გოგონა მძიმედ დაშავდა.
ქეთევან ჩოხარიძეს მსუბუქმა ავტომანქანამ იმ დროს დაარტა, როცა ის სამანქანო გზაზე გადარბოდა.
დაზარალებული მრავლობითი მოტეხილობებით პირველი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარის ზუსტ მიზეზებს გამოძიება სწავლობს.