ბორჯომი ფესტივალს „გზა სამოქალაქო საზოგადოებისკენ" შემოქმედებით გამოფენებს, სადისკუსიო კლუბებსა და კონცერტებს მასპინძლობს, რომელშიც 200-მდე ქართველი და რუმინელი მოზარდი მონაწილეობს.
გასული წლის განმავლობაში მოზარდები სხვადასხვა კონკურსში, სასწავლო პროგრამაში, დისკუსიასა და საზაფხულო ბანაკში მონაწილეობდნენ. მათი მიზანი იყო სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროში მოესინჯათ საკუთარი ძალები და ესწავლათ, როგორ გამხდარიყვნენ აქტიური მოქალაქეები. ინფორმაცია ამ ქართულ-რუმინული ინიციატივის შესახებ სოციალური მედიითა და მუდმივმოქმედი ცხელი ხაზით ვრცელდებოდა.
ბორჯომის ფესტივალი ამ 12-თვიან პროექტს დააგვირგვინებს. ფესტივალზე გამოვლინდება ხატვის, ლიტერატურული და ფოტოკონკურსების მონაწილეები, ჩატარდება გამოფენება, მოეწყობა საზეიმო გამოსამშვიდობებელი საღამო, რომელსაც საქართველოში რუმინეთის საელჩოსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები დაესწრებიან.
ინიციატივას აფინანსებს რუმინეთის მთავრობა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, ხოლო ახორციელებს საქართველოს ბავშვთა ფედერაცია, World Vision და რუმინული ფონდი "ჩვენი ბავშვები".
მასალის გამოყენების პირობები