დღეს, 12 ივნისს, 10:00 საათზე, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე და სომეხი სტუმრები დაესწრებიან თბილისის სურბ ეჩმიაძინის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე კულტურული ცენტრის „ჰაიარტუნის" გახსნის ცერემონიას. დღესვე, 11:00 საათზე, გაიმართბა ავლაბრის სურბ ეჩმიაძინის სახელობის ეკლესიის ცხება და წირვა აღევლინება.
13 ივნისს სომხეთის ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება ახალციხეში. რაიონის შესასვლელში მას დახვდებიან ეპარქიის სასულიერო პირები და ადგილობრივი მთავრობის წევრები. ახალციხეში სტუმრებს საზეიმო დახვედრას მოუწყობენ თამარ მეფის ძეგლთან; მოინახულებენ ამაღლების სახელობის ტაძარს.
ამავე დღეს იგეგმება სტუმრობა სურბ გრიგორ ლუსავორიჩის სახელობის სომხურ ეკლესიაში, ახალციხის ჰოვანეს თუმანიანის სახელობის №3 საჯარო სომხურ სკოლაში.
14 ივნისს სომხეთის დელეგაცია ეწვევა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის რეზიდენციას. იმავე დღეს სტუმრები გაემგზავრებიან ასპინძაში, სადაც გაიმართება საზეიმო შეხვედრა რაიონულ ცენტრში, შეხვედრა ასპინძის სომხურ მოსახლეობასთან და დამალის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან.
იმავე დღეს უწმინდესი გარეგინ II, თანმხლებ პირებთან ერთად ლოცვას აღავლენს ახალქალაქის სურბ ხაჩის სახელობის ეკლესიაში, შედგება ხაჩქარის'' გახსნა ეკლესიის ეზოში. დელეგაციის წევრები შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას.
14 ივნისს ახალქალაქში სტუმრები მოინახულებენ მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ქართულ ეკლესიასა და ტურინის სუდარის მუზეუმს; ეწვევიან ახალქალაქის დერენიკ დემირჩიანის სახელობის #4 და #2 საჯარო სომხურ სკოლებსა და ასევე წმიდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის ქართულ სახელობო სასწავლებელს.
15 ივნისს სომხეთის ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება ნინოწმინდაში, სადაც ქალაქის ცენტრში შეხვდება ადგილობრივ მოსახლეობას; ესტუმრება ხოჯაბეგის სურბ სარგისის სახელობის ეკლესიას, მოინახულებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლს.
იმავე დღეს სომხეთის ეკლესიის დელეგაციას მოუწყობენ საზეიმო დახვედრას წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში, სადაც სტუმრები შეხვდებიან ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას.
15 ივნისს სომხეთის ეკლესიი დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ყოველთა სომეხთა კათალიკოსი, გარეგინ II საქართველოს ვიზიტით 10 ივნისს ეწვია. საზღვართან მას საზეიმოდ დახვდნენ: სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.