ხვალ, 12 ივნისს, 10:00 საათზე, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში (რუსთაველის#10) შემეცნებითი-საგანმანათლებლო პროექტი, ,,ვკითხულობთ რუსთაველს" დასრულდება, ჩარდება კონკურსის დასკვნითი ტური, სადაც მონაწილეობას მიიღებს ქ. თბილისის 22 საჯარო სკოლის და საქართველოს რაიონების მოსწავლეები და პედაგოგები. დასკვნითი ტური შეარჩევს ნომინანტებს 1, მე-2, მე-3 ხარისხის გამარჯვებულებს ნომინაციებში: ,,მხატვრული კითხვა", ,,თავისუფალი ხედვა", ,,სახელმწიფო ენის ფლობისათვის", შემოქმედებითი მინი პროექტები: ,,ჰანგები ვეფხისტყაოსანში", ,,მხატვრული თვალით დანახული ვეფხისტყაოსანი", ,,გეოგრაფიული გარემო და პოემა ვეფხისტყაოსანი" და სხვა. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია. ღონიშძიებას პედააგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე დასეწრება.
პროექტი ქალაქ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის რუსთველოლოგიის კვლევის ცენტრისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელშეწყობით ხორციელდება,
პროექტის მიზანია პოემისადმი 21-ე საუკუნის მოსწავლე-ახალგაზრდობის გააზრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, მარადიული სულიერი კავშირის შეცნობა.