თიბისი გალერეაში გაიხსნა ქართველი ფოტოგრაფის, ალექსანდრე სააკოვის ექსკლუზიური გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ალექსანდრე სააკოვის უნიკალურ ნამუშევრებს, რომელთა ნეგატივები საგულდაგულოდ იყო შენახული ორი ფოტოკამერის კოლოფში და დღემდე უცნობი იყო საზოგადოებისთვის.
თიბისი ბანკის ხელშეწყობით უცნობი ფოტოები დღეიდან საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო ფონდში შეინახება.
გამოფენას ესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.