10 ივნისს, 21:00 საათზე, ახალი ბარის პრეზენტაცია გაიმართება. THE OFFICE მიცკევიჩის #6-ში განთავსდება. გახსნის დღეს სტუმრებისთვის იმღერებენ გიგი ვანდერი და სალომე კორკოტაშვილი. ბარის მენეჯმენტი სტუმრებს უფასო სასმელით გაუმასპინძლდება. საღამოს გააფორმებს ბარმენების შოუ.
THE OFFICE-ში წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში პოპულარული ისეთი სასმელების არჩევანი, რაც საქართველოს მოსახლეობითვის ჯერჯერობით სიახლეა. უახლოეს პერიოდში საქმიანი ადამიანებისთვის მომზადდება "ლანჩ მენიუც".
გარდა ამისა, ყოველ პარასკევს და შაბათს ბარი სტუმრებს სპეციალურ შოუს შესთავაზებს.