აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ მახარაძემ, ბათუმში სტუმრად მყოფი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილე მიიღო.
შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ქონდა. მაკ მაკმილანი დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილედ ოთხი თვის წინ დაინიშნა და ის აჭარაში უკვე მეორედ იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს და აჭარაში მიმდინარე სამშენებლო პროცესებს შეეხო.
მაკ მაკმილანი ასევე დაინტერესდა აჭარის ტურისტული პოტენციალით და ამ კუთხით თანამშრომლობით.