"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე არ ადასტურებს გავრცელბეულ ინფორმაციას, რომ ის უკრაინაში ვიზიტისას ბადრი ბიწაძეს შეხვდა
ბურჯანაძის თქმით, ეს არის სრული აბსურდი და ამაზე საუბარი არც ღირს.
"ბადრი ბიწაძეს მე კიევში არ შევხვედრივარ არც იმ ინფორმაციას ვადასტურებ, რომ ის ცხინვალის გავლით ჩავიდა მოსკოვში იქიდან კი უკრაინაში გადაფრინდა. აბსურდია ეს ყველაფერი, ისევე, როგორც ის დაუდასტურებელი ფაქტები, რომელზეც ხელისუფლება ლაპარაკობს", - განაცხადა ბურჯანაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პორესკონფერენციაზე.
ბურჯანაძემ დაადასტურა ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც სანიკიძემ ბადრი ბიწაძე ბოლნისში ჩაიყვანა. ბიწაძე ორი დღის გამავლობაში მამიდაჩემთან იმყოფებოდა. 2-3 დღის შემდეგ კი დატოვა ბოლნისი.
"მე გუბაზ სანიკიძეს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი იმ ადამიანობის და იმ სიკეთის გამო, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოიჩინა", - განაცხადა ბურჯანაძემ.