ექსპერტ გოგი ხუციშვილის აზრით, ხელისუფლება „რვიანთან" დათმობაზე საზოგადოების გამოღვიძების გარეშე არ წავა.
„თუ ხალხი გაიღვიძეს და ჩამოყალიბდება, თუ ოპოზიციაც გაიღვიძებს და ჩამოყალიბდება, ხელისუფლება დათმობაზე წავა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირ ცვლილებას ვერ მივიღებთ", - განუცხადა ხუციშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს" და აქვე „რვიანის" მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში საზოგადოების აქტიურად ჩართვის გადაწყვეტილება „ოპოზიციის გაღვიძების ნაბიჯად" შეაფასა.
ამასთან, ექსპერტის აზრით, აღნიშნულ პროცესში ქართული საზოგადოების ჩართვა იმაში შეიძლება გამოიხატებოდეს, რომ მან ცვლილებების აუცილებლობის თაობაზე თავისი პოზიცია დააფიქსიროს.
„საზოგადოებამ უნდა დააფიქსიროს, რომ მხარს უჭერს საარჩევნო გარემოს ცვლილებებს, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს იმდაგვარი „რეიტინგული" გამოკითხვების სახით, რომელიც აჩვენებს, რომ მმართველ გუნდს 40 %-იანი მხარდაჭერა აქვს", - განმარტა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური „რვიანი" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. ის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართვას იწყებს.