აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი აზერ ჰუსეინი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა.
საზეიმო ცერემონიალის შემდეგ მხარეებმა ორმხრივი შეხვედრაც გამართეს, რომელზეც ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.